თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის დამატებითი საცხოვრებლების გამოყოფას იწყებს, საუბარია ლისის ტბის და ბაგების კამპუსზე.
გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიმდინარე პროცესების ფონზე ბინებზე მომატებული ფასების გამო მიიღო. პარალელურად სტუდენტები აუდიტორიაში სწავლის გაგრძელების საჭიროებაზე საუბრობენ, უნივერსიტეტებს ისინი 2 მაისიდან დაუბრუნდებიან.