02 მაისი 2024,   23:50
ვრცლად
პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ამოცანა დაასახელა - დიმიტრი პესკოვმა მოსკოვის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება დააანონსა

მოსკოვი კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას აანონსებს - პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ამოცანა დაასახელა, განცხადება ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, მთავარი ამოცანა უკრაინის "ნაციონალისტური ბატალიონებისგან" გათავისუფლებაა, ოპერაცია კი, რომელიც გრძელდება, შესრულებული იქნება.

კიევზე თავდასხმების გაზრდას აანონსებს რუსეთის თავდაცვის უწყებაც, რასაც საფუძვლად რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ქმედებებს უდებს. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მათ ღამით სხვადასხვა რაიონში 13 სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში და რუსეთის S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ჩერნიგოვის მახლობლად, უკრაინული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.

დღის ამბები