20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ - სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოდან გაწვეული უკრაინის ელჩიც იმყოფებოდა

იზიუმთან ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს. 21 წლის ნიკოლოზ შანავას და 49 წლის დავით მენაბდიშვილის ცხედრებს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც დახვდნენ, ისმოდა უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. დავით მენაბდიშვილის ცხედარი აეროპორტიდან რუსთავში მდებარე სიონის ტაძარში სამხედრო პატივით გადაასვენეს, ნიკოლოზ შანავა კი მის საცხოვრებელ სახლშია დასვენებული. 

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოდან გაწვეული უკრაინის ელჩი. იგორ დოლგოვმა გარდაცვლილი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. ქართველი მებრძოლების პატივსაცემად რიგითი მოქალაქეებიც მიდიან.

მეომრებს, რომლებიც უკრაინაში რუსულ საოკუპაციო არმიას ებრძოდნენ, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ნიკოლოზ შანავას ცხედარს ჩამოჰყვა მისი ძმაც, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიჭრა. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება, მისი ცხედარი მარიუპოლის ტერიტორიაზეა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ 6 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

 
დღის ამბები