საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დღეს სატელეფონო კონტაქტი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია დმიტრო კულებამ გაავრცელა.
"რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გმირული თავდაცვის შესახებ ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს. მან დამარწმუნა, რომ საქართველო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, საქართველო არ დაუშვებს არც ახლა და არც მომავალში რუსეთს საშუალება მისცეს სანქციებს გვერდი აუაროს," - დაწერა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე უკრაინის პირველმა დიპლომატმა.