03 მაისი 2024,   04:16
ვრცლად
გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის გამოფენას სიღნაღი 6 თვის მანძილზე უმასპინძლებს

სიღნაღი თვითნასწავლი, გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის გამოფენას მასპინძლობს. მშობლიური მირზაანიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქში გამოიფინა 14 ფერწერული ტილო, მათ შორის ლეგენდარული პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ქართველი მხატვრის პორტრეტი.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამთვალიერებელს ასლების ნაცვლად, ნამუშევრების ორიგინალი ვერსიების ნახვა შეუძლია. ნიკო ფიროსმანის 2 ნამუშევარი სპეციალურად გამოფენისთვის, თბილისიდან ჩაიტანეს.

გარდა იმ ნახატებისა, რომლებშიც ფიროსმანი საქართველოს ყოველდღიურ ყოფას აღწერდა, სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფინეს მის მიერ შესრულებული ერეკლე მეფის, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის პორტრეტები.

თვითნასწავლი, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვრის ფერწერული ტილოების დათვალიერების საშუალება მნახველს 6 თვის განმავლობაში შეეძლება.

დღის ამბები