18 ოქტომბერი 2024,   09:09
ვრცლად
მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა ღელავდეს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამისთვის არამხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო უნდა მოემზადოს.

"არამხოლოდ მე, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა ღელავდეს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი მას გამოიყენებს, შეიძლება იყოს სიმართლე და შეიძლება არა. როცა მათ დაიწყეს საუბარი ომში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომ მათ შეეძლოთ ამის გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლე არაფერია. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება," - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 
დღის ამბები