ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ტრენინგი დასრულდა. სენაკში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა სიტუაციური სავარჯიშოები გაიარეს.
სწავლება დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მენტორობით ჩატარდა. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა ხანძარსაწინააღმდეგო, სამაშველო და ევაკუაციის სავარჯიშოები გაიარეს.