ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - საკითხზე კანონმდებლები დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
სიახლის მიხედვით, დაზუსტდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადები, რომლის მიხედვითაც მართლმსაჯულება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროში შეზღუდული არ იქნება.
ასევე მიმდინარე კვირაში დეპუტატები საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იმსჯელებენ განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის გამკაცრებაზე.
უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მინიმალურ ვადად პატიმრობის 10 წელს ითვალისწინებს. იგივე დანაშაული დამამძიმებელ გარემოებებში კი კონკრეტულ შემთხვევაში უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.