09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
მორიგი ვეტო რუსეთისგან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე

მორიგი ვეტო რუსეთისგან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე. ამჯერად რუსეთმა უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური ავიალაინერის საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა დაბლოკა.

რეზოლუცია მალაიზიური მხარის მიერ იყო ინიცირებული, რასაც რუსეთი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. განხილვაზე ვიტალი ჩურკინმა ეჭვქვეშ დააყენა ტრიბუნალის მიუკერძოებელი მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაზე უშიშროების საბჭოს წევრი 15 ქვეყნიდან გამოძიების ჩატარებას მხარი 11-მა დაუჭირა. სხდომას არ დასწრებიან ჩინეთის, ანგოლისა და ვენესუელის წარმომადგენლები.

 
დღის ამბები