09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
თურქეთის ავიაციამ ქურთ მებრძოლებზე მასობრივი საჰაერო იერიში განახორციელა

თურქეთის ავიაციამ ერაყის ჩრდილოეთში, ქურთ მებრძოლებზე ბოლო პერიოდში ყველაზე მასობრივი საჰაერო იერიში განახორციელა. ავია დარტყმების გამო მაღალმთიან სოფელ ამადიადან მოსახლეობა გაიხიზნა, რომელიც უკვე ერთი კვირაა თურქეთის სამხედრო კამპანიის სამიზნედ იქცა.

თურქეთის ავიაციის ქმედებები ერაყის ხელისუფლებამ დაგმო და მას აერაყის სუვერენიტეტის შელახვა უწოდა. პარალელურად, თურქეთის აღმოსაველთში შირნაკის პროვინციაში ის ნავთობსადენი ააფეთქეს, საიდანაც თურქეთს ერაყის ნავთობი მიეწოდება. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი საბოტაჟში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებს.

 
დღის ამბები