თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შენელდა, მაგრამ თურქეთი შუამავლობას არ შეწყვეტს. ერდოღანის განმარტებით, მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეაფერხა.
თუმცა მისივე თქმით, თურქეთი გააგრძელებს ყველა აუცილებელ ძალისხმევას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.