18 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
აშშ-ის მიერ გაგზავნილი ჰაუბიცების გამოყენებაში, უკრაინელ სამხედროებს თავად ამერიკელი სამხედროები დაეხმარებიან

როგორ უნდა გამოიყენონ აშშ-ის მიერ გაგზავნილი ჰაუბიცები უკრაინელმა სამხედროებმა - ომში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცებს ამაში თავად ამერიკელი სამხედროები დაეხმარებიან და უახლოეს დღეებში უკრაინელების გადამზადებას დაიწყებენ. ინფორმაცია, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე, უწყების სპიკერმა ჯონ კირბიმ გაასაჯაროვა და განმარტა, რომ სწავლება უკრაინის ფარგლებს გარეთ გაიმართება.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსული დარტყმის მიუხედავად მარიუპოლი არ დაცემულა. კირბის თქმით, რუსები ქმნიან პირობებს უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ. პენტაგონის ინფორმაციით, დონბასში ამჟამად 76 რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია. მათგან 11 ბოლო დღეებში შევიდა.

"ჩვენ ვხედავთ რუსული საჰაერო თავდასხმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასსა და სამხრეთში, განსაკუთრებით მარიუპოლსა და მის ირგვლივ. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, მარიუპოლი არ დაცემულა, მაგრამ რუსები განაგრძობენ ქალაქზე საჰარეო იერიშებს. ისინი ცდილობენ შექმნან პირობები უფრო აგრესიული, ფართო და ღია სახმელეთო მანევრებისთვის დონბასში.შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვეყნის ის ტერიტორია, სადაც ბოლო რვა წლია ბრძოლაა. ეს არის ტერიტორია, რომელიც ორივე მხარეს ესმის და იცნობს, უკრაინელებს არასდროს დაუტივებიათ დონბასი, ბოლო რვა წლის განმავლობაში ისინი აგრძელებენ ბრძოლას ძლიერად. ჩვენ ვნახეთ რომ უკრაინელებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლეს დონბასში გარკვეული სოფლებისა და ქალაქების დაცვა,"- აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი.

დღის ამბები