18 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
რუსული არმია ბელარუსში შეჭრას გეგმავდა - უკრაინის დაზვერვა მტკიცებულებებს ავრცელებს 

რუსული არმია ბელარუსში სამხედრო შეჭრას გეგმავდა - ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებს უკრაინული მედია უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა ბელარუსში შეჭრის და სახალხო პროტესტების ჩახშობის გეგმა შეიმუშავეს.

უკრაინის დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ ბელარუსის ოკუპაციას რუსეთი - "ევროპის კონტინენტალურ ზონაში, NATO-ს წევრ ქვეყნებთან, დასავლეთში რეგიონალურ ან ფართომასშტაბიან ომში" ჩარევის თავიდან აცილების საბაბით გეგმავდა.

"დავალების არეალში პირველი სატანკო არმიის ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების გადაჯგუფების გეგმის ლეგენდა" - უკრაინის დაზვერვის ცნობით, სწორედ ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფო წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის მომზადების ერთ-ერთი მტკიცებულებას წარმოადგენს.

რუსული არმიის ბელარუსში შეჭრის გეგმის დოკუმენტები: 

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

 

 

დღის ამბები