19 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე - ენმ-ის წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფოთში საკრებულოს სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. 
ოპოზიციის წარმომადგენლებს შენიშვნები პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ პროგრამას ეხებოდა.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები თქმით, სოციალური პაკეტი არასწორად არის შედგენილი. შეჭირვებულებზე მიზერული დახმარების თანხები გაიცემა და თანხების მომატებას ითხოვენ.

ოპოზიციის განცხადებებმა გააღიზიანა მმართველი პარტია, რასაც მოყვა დეპუტატებს შორის დაპირისპირება და სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა. 

ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან მათი თქმით, მმართველი პარტია მათთვის მხოლოდ წარსულის შეხსენებითაა დაკავებული.

მმართველი პარტია არ ეთანხმება ოპოზიციის პოზიციას სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ აღნიშნულ პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

დღეს ასევე სხდომაზე ფოთის ფოთის მერმა 6-თვიანი მუშაობის ანგარიში უნდა წარმოადგინოს. 




დღის ამბები