29 აგვისტო 2026,   03:17
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა იზიუმში სავარაუდოდ, აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს - რა სიმპტომები აღენიშნებათ უკრაინელ ჯარისკაცებს 

ომის მეორე ფაზა უკრაინაში - საჰაერო განგაშის ხმა თითქმის ყველა ოლქში ისმის, თუმცა რუსეთის მთავარი მიზანი ახლა ანექსირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გახსნაა. სამიზნეშია დონეცკის და ლუჰანსკის ოლქები.

უკრაინის თავდაცვის ჯარების მებრძოლის იური კორსუნოვის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მტერმა იზიუმის მიმართულებით გამოიყენა ჭურვები აკრძალული ქიმიური ელემენტებით.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტერმა იზიუმის მიმართულებით გამოიყენა ჭურვები აკრძალული ქიმიური ელემენტებით. მათთვის არავითარი საზღვარი არ არსებობს. ეს არის ინფორმაცია მებრძოლებისგან, რომლებსაც დაბომბვების შედეგად ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები - ღებინება, თავბრუს ხვევა და დამწვრობები გამოუვლინდათ.

ხარკოვში განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბოლო 3 დღის განმავლობაში, ისინი ბომბავენ არამარტო საცხოვრებელ სახლებს, არამედ ეკლესიებს და სხვა ისტორიულ ძეგლებსაც. მათი ერთადერთი მიზანი უკრაინელი ხალხის განადგურება და ტანჯვაა, თუმცა მაგრამ ხარკოვი თავს იცავს და მტრის გასაძევებლად ყველაფერს აკეთებს," - აცხადებს იური კორსუნოვი.

დღის ამბები