03 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
გუტიერეში აღდგომის დღესასწაულის პერიოდში უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის ინიციატივით გამოდის

აღდგომის დღესასწაულის პერიოდში უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის ინიციატივით გამოდის გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტიერეშს აქვს იდეა, რომ დიდი ხუთშაბათიდან აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით, 4-დღიანი ჰუმანიტარული კორიდორის გაიხსნას მარიუპოლში, ხერსონსა და დონეცკში .

"ბევრი ცდილობდა, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მიეღწია , თუმცა ყველა მცდელობამ მარცხი განიცადა. დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ 4 დღის განმავლობაში, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მიზნით ცეცხლი შეწყდეს. ეს უნდა მოხდეს წმინდა ხუთშაბათიდან აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით. ამ შემთხვევაში, აუცილებელია 2 რამ შესრულდეს : პირველი - ჰუმანიტარული დერეფანი უნდა იყოს უსაფრთხო და მეორე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ უნდა მიაღწიოს ისეთ დაზარალებულ ადგილებამდე, ასევე უსაფრთხოდ, როგორიცაა მარიუპოლი, ხერსონი და დონეცკი.

დღის ამბები