უკრაინასა და რუს ოკუპანტებს შორის დონბასისთვის ბრძოლა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ოკუპანტებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მტერმა საგრძნობლად დააჩქარა შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ზონაში და გაზარდა სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების რაოდენობა.
"ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა უკვე დაიწყო,"- აცხადებს მოტუზიანიკი.