19 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
"ყველა შესაძლო და არაშესაძლო გზით უნდა მოხდეს უკრაინის დახმარება" - მელიტოპოლის მერმა ევროპარლამენტარებს მიმართა

ევროპარლამენტის საგარეო კომისიის წევრებმა ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს მოუსმინეს. საუბრის თემა იყო, თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული სანქციების ხუთი პაკეტის აღსრულება და რა უნდა გააკეთოს ევროპამ, რათა უკრაინას მეტად დაეხმაროს.

უკრაინული მხარე ევროპარლამენტს რუსეთის მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მოუწოდებს.

"მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ინდივიდუალურ სანქციებს, მნიშვნელოვანი ფიგურებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ისინი მხარს უჭერენ რუსეთის ბარბაროსული რეჟიმის პოლიტიკასა და მათ დანაშაულებს. აუცილებელია შავ სიაში მოხვდნენ ინფლუენსერები, ბლოგერები, ხელოვანები და მუსიკოსებიც, რადგან ჩემი აზრით, ამ ადამიანებსაც დიდი წვლილი შეაქვთ რუსეთის მთვარობის კრიმინალურ ქმედებებისთვის," - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლენა ხომენკომ.

კომიტეტის სხდომაზე მელიტოპოლის მერსაც მოუსმინეს, რომელიც რუსების ტყვეობაში იყო. 

"უკრაინელები თავის გადარჩენას ცდილობენ. ამისთვის ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული, მათ შორის, სანქციები, ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე, იარაღის გადმოცემა. ყველა შესაძლო და არაშესაძლო გზით უნდა მოხდეს უკრაინის დახმარება. ჩვენი ხალხი ჭეშმარიტად გმირები არიან, ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან. ჩვენ ვართ ერთიანი როგორც არასდროს. თქვენი დახმარებით დარწმუნებულები ვართ რომ რუსეთის ფედერაციის დამარცხებას შევძლებთ," - განაცხადა მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა.

დღის ამბები