ვაშინგტონი რუსეთს კვლავ მოუწოდებს მარიუპოლში უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია.
"ჩვენ ნამდვილად ვნახეთ დახმარების ეს ძახილი, ისინი დახმარებას ითხოვენ. ჩვენ აუცილებლად მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი, ნებისმიერი მშვიდობიანი მოქალაქისთვის, ან სხვებისთვის, ვისაც სურს, ქალაქი დატოვოს," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.