09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
პერუში ავტობუსი კლდიდან გადავარდა - 11 დაღუპული და 40 დაშავებული

პერუში ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ავტობუსი, რომელსაც 80 მგზავრი გადაყავდა, 10 მეტრის სიმაღლის კლდიდან წყალში გადავარდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც ავარია გამოიწვია.

მგზავრები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მიდიოდნენ.

პერუში საგზაო კატასტროფები ფატალური შედეგებით საკმაოდ ხშირია, რაც გზების გაუმართაობისა და ხშირად მგზავრების გადაჭარბებული რაოდენობის ბრალია.

 
დღის ამბები