19 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
CNN-ის ცნობით, რუსების მიერ ოკუპირებულ ადგილებში საბჭოთა დროშები გამოჩნდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 57-ე დღე - CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ლუჰანსკის რეგიონში, რუბეჟნოეს ცენტრალური ნაწილი და სოფელი კრემინნა დაიკავეს. უკრაინული მხარე იუწყება, რომ ოკუპანტები ლუჰანსკის ოლქის 80%-ს აკონტროლებენ.

CNN-ის ცნობით, რუსების მიერ ოკუპირებულ ადგილებში საბჭოთა დროშები გამოჩნდა.

დონეცკში იერიშების შედეგად დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. ხერსონში კი რუსები რეფერენდუმისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აჩქარებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ. რეფერენდუმის თარიღი მაისიდან 27 აპრილამდე გადმოწიეს.

დღის ამბები