29 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
ცარიელ ქალაქში ჩვენი ჯარები კიდევ 6 თვე შეძლებდნენ თავის დაცვას, მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნა თავდაცვას მნიშვნელოვნად აფერხებს - არესტოვიჩი მარიუპოლზე

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ამჟამად, უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 ათასი რუსი სამხედროა, 22 ათასი კი საზღვრებთან ახლოს არის მობილიზებული.

"მარიუპოლში მყოფი ჩვენი ჯარები საშინელ მდგომარეობაში არიან, მათ სრულყოფილად არ შეუძლიათ სამხედრო ოპერაციების განხორციელება. მარიუპოლის მთავარი პრობლემა მშვიდობიანი მოსახლეობაა. რაც უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა იქ, მით უფრო დიდი პრობლემაა ეს ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რადგან ცარიელ ქალაქში ჩვენი ჯარები კიდევ ექვსი თვის განმავლობაში შეძლებდნენ თავის დაცვას. ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნა ჩვენს თავდაცვას მნიშვნელოვნად აფერხებს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლექსანდრ სტუპუნი განმარტავს, რომ ოკუპანტებმა დაისახეს მიზანი, რომ მთლიანად შეაჩერონ რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები მოსახლეობის ტერორს აგრძელებენ.

​"მტერი აგრძელებს სარაკეტო და დაბომბვას სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით. რუსეთი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას და დაბომბვას. ხერსონის რაიონში დამპყრობლები გეგმავენ მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ორგანიზებას უკრაინასთან ომისთვის. ამავდროულად, ოკუპანტებმა დაისახეს მიზანი, რომ მთლიანად შეაჩერონ რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. მოსახლეობის ტერორი გრძელდება. ამრიგად, ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტა ბალკაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აღარ იქნება "მწვანე დერეფნები" და აუკრძალეს ხალხს დასახლების დატოვება," - ამბობს ოლექსანდრ სტუპუნი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, იგორ კონაშენკოვი კი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 73 სამხედრო ობიექტს დაარტყა.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 73 სამხედრო ობიექტს დაარტყა. მათ შორისაა სარაკეტო და საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის 2 საცავი დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, შევჩენკოსა და კომარის მახლობლად. გასული დღის განმავლობაში სარაკეტო ჯარებმა დაარტყეს 4 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის 1 საცავს და მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებს ნოვაია დმიტროვკასა და ვისოკიში," - აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

დღის ამბები