01 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
ახალი რუსული ბალისტიკური რაკეტის დემონსტრირება - შეაშინა თუ არა "სატანა 2"-მა NATO და ვაშინგტონი

რამდენად საშიშია ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელზეც რუსეთი ირწმუნება, რომ გუშინ გამოცადა. ის, რომ "სატანა 2"-ად წოდებული რაკეტის დემონსტრირება მოსკოვმა ნატოს შესაშინებლად მოახდინა, ეჭვი არავის ეპარება, თუმცა არც ალიანსს და არც ვაშინგტონს შეშფოთება არ ეტყობათ. პენტაგონმა გუშინვე განაცხადა, რომ ეს გეგმური გამოცდა იყო.

"სარმატის" გამოცდის შემდეგ ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას შეწყვეტდა და როგორც თავად განაცხადა, ორჯერ დაფიქრდებოდა, თუმცა თეთრმა სახლმა კრემლს იმედები გაუცრუა. ვაშინგტონი ახალ ბალისტიკურ რაკეტას საფრთხედაც კი არ აღიქვამს და უკრაინას დამატებით შეიარაღებას აწვდის.

კრემლი თვლის, რომ 200 ტონიანი კონტინენტთაშორისი რაკეტა უანალოგოა და მას მსოფლიოში ვერც ერთი ანტისარაკეტო სისტემა ვერ ჩამოაგდებს.

თუმცა ასე არ ფიქრობენ დასავლელი ანალიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ბალისტიკურმა იარაღმა, რომელიც რუსეთს შეიარაღებაშიც კი არ მიუღია, თავისი უანალოგობა ჯერ პოლიგონზე უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები