09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ბრიტანეთი უკანონო მიგრანტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი ვერ გახდება - დევიდ კამერონი

დევიდ კამერონი მიგრანტებს, რომლებიც საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლის მიზნით მესამე დღეა, ევროგვირაბში შეჭრას ცდილობენ, აფრთხილებს, რომ ქვეყანა უკანონო მიგრანტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი ვერ გახდება და მათ ბრიტანეთში მოხვედრის შემთხვევაში ქვეყანას დაატოვებინებენ.

ეს განცხადება დევიდ კამერონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მიგრანტების ნაწილმა წუხელ გვირაბში შეჭრა სცადა.

ადგილზე საფრანგეთის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით 120-კაციანი ჯგუფიც გაგზავნა.

 

 
დღის ამბები