20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
მარტვილში გაუჩინარებული 13 წლის გოგო ნაპოვნია - როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მარტვილში გაუჩინარებული 13 წლის გოგო ნაპოვნია. "კურიერის" ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

13 წლის გოგო ოთხშაბათს დილით სკოლაში წავიდა და მას შემდეგ ოჯახი 3 დღის განმავლობაში  სამართალდამცველების დახმარებით ეძებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები