09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ერთდღიანი შეფერხების შემდეგ რომის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა

ერთდღიანი შეფერხების შემდეგ რომის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ გაიხსნა. ამ დროისთვის ფიუმიჩინოს აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს.

შეფერხების მიზეზი აეროპორტის მახლობლად მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი გახდა.

ძლიერი კვამლის გამო თვითმფრინავები ასაფრენ ბილიკზე გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში რეისები ვერ შესრულდა.

გავრცელებული ცნობით, ხანძარმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები