უკრაინის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს სამეთაურო პუნქტი, რომელშიც 50 რუსი ოფიცერი იმყოფებოდა - ამის შესახებ ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განმარტებით, შტაბი ხერსონის ოლქში მდებარეობდა.
"გაანადგურეს სამხედრო დონის მოწინავე სამეთაურო პუნქტი ხერსონის ოლქში. ადგილზე 50-მდე უფროსი რუსი ოფიცერი იყო. მათი ბედი უცნობია, თუმცა ვფიქრობ, რომ სავალალოა," - ამბობს არესტოვიჩი.