29 აგვისტო 2026,   05:42
ვრცლად
მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაახლოებით 5 წუთში უნდა დაიწყოს

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე  მარიუპოლიდან დღეს ევაკუაცია იგეგმება.

"მარიუპოლში დღეს ჩვენ კვლავ ვცდილობთ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას. ახლა ვიწყებთ შეკრებას პორტ-სიტის სავაჭრო ცენტრთან," - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წარიმართება, ევაკუაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები