04 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
შეცვალა თუ არა რუსეთმა ომის სტრატეგია - სად არის ამ წუთებში აგრესორი ქვეყნის სამხედრო ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია უკრაინაში

ომის 59-ე დღე და ვითარება ფრონტის ხაზზე - უკრაინაში ომის მე-2 ფაზა დაიწყო. შეცვალა თუ არა სტრატეგია რუსეთმა და სად არის აგრესორი ქვეყნის სამხედრო ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია - ოკუპანტებმა სამხედრო ინტერვენციის ვექტორი აღმოსავლეთისკენ მიმართეს.

რუსი სამხედროების უდიდესი ნაწილი ახლა დონბასის რეგიონისკენაა მიმართული. გასული 24 საათის განმავლობაში აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ხარკოვის გარშემო, რუს სამხედროებს იგერიებენ უკრაინელები ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. კიევის ჩრდილოეთი კი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა, აქიდან რუსი სამხედროები განდევნეს.

ბრძოლა და იერიში გააქტიურდა მიკოლაევზეც, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტების მიზანია ოდესის მიმართულებით გასვლა, უკრაინის სამხრეთის დაუფლება და შავ ზღვაზე სრული კონტროლი.

ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდება და შესაძლოა მოლდოვის საზღვრამდე მისვლაც მოინდომონ. თითქოსდა მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.

 

ავტორი: სანდრო სანაია

 

 

 

 

დღის ამბები