04 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
დაე, უფალმა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხი შეარიგოს უკრაინაში, დონბასში, სადაც სისხლი ჯერ კიდევ იღვრება - მოსკოვის პატრიარქი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი იმედოვნებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება, თუმცა მან ომი არ დაგმო - ამის შესახებ კირილიმ აღდგომის წინ, მოსკოვში გამართულ წირვაზე აღნიშნა.

"დაე, უფალმა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხი შეარიგოს უკრაინაში, დონბასში, სადაც სისხლი ჯერ კიდევ იღვრება. ღმერთმა ქნას, რომ აღდგომის ეს საჩუქარი დაეხმაროს მათ, ვინც ამ რთულ კონფლიქტშია ჩართული. დაამშვიდოს მათი გული, გონება, სული, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს გამანადგურებელი კონფლიქტი და დაამყაროს დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა", - ამბობს პატრიარქი კირილი.

როგორც დასავლური მედია წერს, პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ადრე გააკეთა განცხადებები, რითაც მხარი დაუჭირა კრემლის უკრაინაში შეჭრას.

ინფორმაცია ამის შესახებ BBC ავრცელებს.  

დღის ამბები