27 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
ავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა - გარდაიცვალა 25 წლის ქალი,  მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი კი მძიმედ დაშავდნენ

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ შილდასთან, გასულ ღამეს მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მოცურდა და ამობრუნდა. მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი კი მძიმედ დაშავდნენ.

ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

 
დღის ამბები