07 მაისი 2024,   09:53
ვრცლად
აზერბაიჯანისთვის რთულია დაეხმაროს უკრაინას იარაღით, ეს გასაგებია, რადგან მათ აქვთ ყარაბაღი - ზელენსკი 

ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, მისთვის სრულიად გასაგებია, რატომ ვერ ეხმარება აზერბაიჯანი უკრაინას იარაღით, თუმცა აღნიშნავს ამ ქვეყნიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას. ზელენსკიმ ამ კონტექსტში ყარაბაღის კონფლიქტი ახსენა. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის მხარს უჭერდა და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. იყო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება. ვფიქრობ, დღეს აზერბაიჯანისთვის რთულია, დაეხმაროს უკრაინას იარაღით. ეს გასაგებია, რადგან მათ აქვთ ყარაბაღი, ეს ძალიან რთული, ისტორიული საკითხია და ყველაფერი მესმის. ესაა ერთ-ერთი ქვეყანა იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელთა შემთხვევაშიც, ნეიტრალიტეტის ბალანსი გვესმის,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები