27 ივლისი 2024,   04:03
ვრცლად
"კლოუნადა თუ შორს მჭვრეტელური გადაწყვეტილება"- გიორგი ვოლსკი მელიას მარგველაშვილით შესაძლო ჩანაცვლებაზე 

გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ენმ-სგან განსხვავებით  ინფორმაციის რეალურობის სჯერათ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და კერძოდ მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, რათა შეიმუშაოს განსხვავებული გზები ხელისუფლებაში მოსასვლელად, თუმცა ნებისმიერი კანდიდატურა "ნაცმოძრაობის" კანდიდატურის პოსტზე არის მარცხისთვის განწირული.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ იმასაც, რომ მარგველაშვილსა და "ნაცმოძრაობაში" თანამშრომლობა დიდი ხანია უკვე დაწყებულია.

"ალბათ ნაყოფიას ხელმძღვანელობა არ აწყობთ თუ მელიას გვერდზე გაწევა უნდათ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით ამას, მაგრამ თუ კი ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ რაღაც კლოუნადა დავარქვა თუ შორს მჭვრეტელური გადაწყვეტილება...

გიორგი მარგველაშვილის და მელიას დაპირისპირების თემა, რა საკვირველია ახალი მოწოდებული სკანდალური ფორმულირებაა, რაც კიდევ რაღაც დაზუსტებებს მოითხოვს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ბოლო წელს განვითარებული მოვლენების ფონზე ლოგიკურად მიიჩნევს, რომ შესაძლოა მარგველაშვილი გახდეს ენმ-ის თავმჯდომარე. 

"ვერ გეტყვით რამდენად რეალური არის ან არ არის, მაგრამ იმ ყველაფრის მერე რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში და კავშირს, ამ პოლიტიკურ ფიგურებს თუ ორგანიზაციებს შორის ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ქართულ პოლიტიკა არაფერს არ შემატებს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

"რუსთავი2"-თვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. "კურიერის" ინფორმაციით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

დღის ამბები