02 მაისი 2024,   04:28
ვრცლად
პასუხი გავცეთ უკრაინის საჭიროებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ მეტი დახმარება გავუწიოთ - ლოიდ ოსტინი

სამ საათზე მეტია რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეხვედრა მიმდინარეობს - 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მსჯელობს თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას. შეხვედრაში მონაწილეობს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მყოფმა პირებმა უნდა განიხილონ უკრაინის საჭიროებები და პასუხი გასცენ მას. ოსტინის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინას უფრო მეტი დახმარება გაეწიოს.

"ჩვენ განვიხილავთ რუსეთის გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში და არსებულ გამოწვევებს. დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ უკრაინის საჭიროებები და პასუხი გავცეთ მას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინას კიდევ მეტი დახმარება გავუწიოთ. ჩვენი კოორდინირებული მექანიზმი უნდა გაძლიერდეს, თქვენი დახმარებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინას დავეხმაროთ თავდაცვის უნარიანობის გაზრდაში.

უკრაინელების სიმამაცისა და დაღუპული ადამიანების მსხვერპლის შედეგად ქვეყანა მტკიცედ დგას. უკრაინა ბრწყინვალედ იცავს თავის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინას მარტივად და სწრაფად დაიპყრობდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ უკრაინას მთელი მსოფლიო გვერდში დაუდგებოდა. რუსეთი ომს აწარმოებს ერთი კაცის ამბიციების გამო. რუსეთის შეჭრა უსაფუძვლო და წინდაუხედავი ქმედება იყო. რუსეთის შეჭრა არის გამოწვევა ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე ქვეყნისთვის.

ჩვენ მოკავშირეებთან ერთად უკრაინას 5 მილიარდის ოდენობის დახმარება გავუწიეთ, მათ შორის სამხედრო და ჰუმანიტარული, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ," - აცხადებს ლოიდ ოსტინი.

დღის ამბები