პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკვე თვეების განმავლობაში მუშაობს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განახორციელონ.
"სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურსების ფაქტობრივად იარაღად გარდაქმნა ნავარაუდევი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ევროპასთან კავშირზე ვართ. მათ შორის გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან. ჩვენ უკვე გარკვეული დროა, თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განვახორციელოთ," - განაცხადა ფსაკიმ.