29 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
როდესაც ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, ჩემს ოჯახს წარმოვიდგენ ერთ-ერთ ამ ბინაში, რომელიც ახლა დანგრეული და შავია - გუტიერეში ბოროდიანკაში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში უკრაინაში კიევის რაიონის რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ დასახლებებს ეწვია. გუტიერეში უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდა.

"როდესაც ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, ჩემს ოჯახს წარმოვიდგენ ერთ-ერთ ამ ბინაში, რომელიც ახლა დანგრეული და შავია. ვხედავ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით. ომი აბსურდულია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა და როდესაც ამ ვითარებას ხედავ, ჩვენი გულები, რა თქმა უნდა, მსხვერპლებთანაა, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მაგრამ ჩვენი ემოციაა, რომ ომი არანაირად არ არის მისაღები 21-ე საუკუნეში. შეხედეთ ამ ყველაფერს," - განაცხადა გუტიერეშმა.

დღის ამბები