28 აგვისტო 2026,   08:24
ვრცლად
"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს იგეგმება - პროცესის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება

უკრაინა იმედოვნებს, რომ "აზოვსტალში" მებრძოლებთან ერთად ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დღეს განხორციელდება.

"დღეს იგეგმება ოპერაცია ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად", - ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში გაკეთდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, ხუთშაბათს, კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციისთვის ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს.

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტი ფაქტობრივად დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას ევაკუაციის პროცესში.

მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 100 000 მაცხოვრებელს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება რუსული დაბომბვისა და ანტისანიტარული პირობების გამო, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტი.

დღის ამბები