20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. გამოძიების ვერსიით, ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა საკუთარი მშობლები ჩაცხრილა.

მკვლელობის შემდეგ შვილმა ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. სახლიდან გაიტანა ფული და ძვირფასეულობა, ცეცხლი წაუკიდა ბინას და შემდეგ კი დატოვა ტერიტორია.

30 წლის მამაკაცის ბრალი საკმაოდ მძიმეა და ითვალისწინებს 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას. გიორგი ბეროზაშვილმა დანაშაული აღიარა და განმარტა, რომ მიზეზი მშობლებთან პირადი უთანხმოება იყო. 

ბეროზაშვილის საქმიდან ამოღებულია მკვლელობის ორი იარაღი, ერთ-ერთი მამას ეკუთვნის და სწორედ ამ იარაღიდან ესროლა მამას, ხოლო მეორე იარაღი, რომელითაც დედას ესროლა, მამაკაცმა თავად შეიძინა. 

ბრალდებულის ადვოკატი, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტებზე არ საუბრობს. 

დღის ამბები