01 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი აალდა - შემთხვევა ხობში მსხვერპლით დასრულდა

ხობში ავტოსაგზაო შემხთვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ერთი მგზავრი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, დაწყებულია  გამოძიება

დღის ამბები