1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა - მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შექმნას, შვებულების ღირსეულ ანაზღაურებას, პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებასა და ქალის და მამაკაცის სახელფასო ბალანსის გათანაბრებას მოითხოვენ.