20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"ბოლო 1 წელია, ჯავახეთის ქედი არის ძალიან აქტიური" - თეა გოდოლაძის თქმით, მიწისქვეშა ბიძგები სისტემატურად ფიქსირდება

გვიან ღამით მიწისძვრა იყო, 23:35 წუთზე საქართველოში. ეპიცენტრი ჯავახედის ქედთან, სოფელი სამებიდან 11 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც.

სპეციალისტები მომხდარს საშუალო სიმძლავრის მიწისძვრად აფასებენ. მომხდარს ნგრევა არ გამოუწვევია.

"ბოლო 1 წელია ჯავახეთის ქედი არის ძალიან აქტიური, აქ ფონური სეისმურობაც გაზრდილია, ბიძგების მონიტორინგს ვაწარმოებთ და მიყოლებით ხდება საშუალო და შედარებით დაბალი ხარისხის მიწისძვრები.

ეპიცენტრული ზონა ამ მიწისძვრის იგივეა, რაც 13 თებერვლის მიწისძვრის, ამ შემთხვევაში მაგნიტუდა არის 5.2 საშალო კლასის მიწისძვრაა, ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა," - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ. 

დღის ამბები