საპატიო ზუგდიდელები, ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და ზუგდიდის საპატიო მოღვაწეები დააჯილდოვეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სიმბოლურად ზუგდიდის გასაღები და სიგელი გადასცეს. საზეიმო ღონისძიება დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა.
მსმენელის წინაშე წარსდგა თამარ გვერწითელი. კონცერტი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით სიმფონიური ორკესტრის და ანსამბლ ოდოიას მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
"ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არის გადარჩენილი პაციენტი, გამოჯანმრთელებული პაციენტი, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ მადლიერებას ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ალბათ მომიწევს ამ საპატიო ჯილდოს ღირსებით ტარება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ ღირსებით ვატარო ეს ძალიან ლამაზი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ჯილდო," - აცხადებს პროფესორი, ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი და თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი კობა შანავა.