22 სექტემბერი 2026,   22:22
ვრცლად
გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა - ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა

გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა. გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დებატები გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. მან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

"მსოფლიოში არსებული დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ბზარები უფსკრულებად იქცა. კონფლიქტები სასტიკი ძალადობის ფონზე გრძელდება. ძალაუფლების გადანაწილება სამი ძირითადი მიმართულებით იცვლება: პირველი - სახელმწიფოებს შორის, მეორე - მთავრობებიდან კერძო კომპანიებისა და ცალკეული პირების ხელში. მათი გავლენა უკვე ვრცელდება პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ინფორმაციის ნაკადებზე და იმ სამოქალაქო სივრცეზე, რომელზეც საზოგადოებებია დამოკიდებული; მესამე - ადამიანები სულ უფრო მეტ ძალაუფლებას გადასცემენ ხელოვნური ინტელექტს. ეს არის მთავარი გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ და რომელსაც ერთად უნდა გავუმკლავდეთ," - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

გაეროში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი. ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. პარალელურად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართულ დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს და მონაწილეობს პანელურ დისკუსიებში.

დღის ამბები