ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი, მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის Zona Bianca-სთან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. კითხვაზე, თუ როგორ შეუძლია რუსეთს განაცხადოს, რომ ის იბრძვის უკრაინის "დენაციფიკაციისთვის", როცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავად ებრაელია, ლავროვმა უპასუხა: "მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია, ფაქტი არ უარყოფს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. მე მჯერა, რომ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი", და დასძინა, რომ "ზოგიერთი ყველაზე ცუდი ანტისემიტი ებრაელია".
ლავროვის ამ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე" გამოეხმაურა და იგი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
"ლავროვის განცხადება არის როგორც უპატიებელი და აღმაშფოთებელი განცხადება, ასევე საშინელი ისტორიული შეცდომა. ებრაელებს თავი არ მოუკლავთ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში," - წერს იაირ ლაპიდი.
ავტორი : დაჩი წურწუმია