29 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
"ანალიზის შედეგების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მოხდა" - გიორგი გრიგოლია

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ექიმმა გაასაჯაროვა განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური ინფორმაცია, რაც ეხება სააკაშვილის სისხლში არსებულ ალბუმინის ოდენობას.

ბრალდებების ადრესატმა უკვე უპასუხა მინისტრს, ექიმი ანესთეზიოლოგი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ შედეგების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მოხდა, რაც შეეხება მკურნალობას და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის თქმით, ის მძიმეა და შესაძლოა კიდევ გართულდეს.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ასევე აცხადებს, მან სააკაშვილის ერთი ლაბორატორიული ანალიზი ახსენა, იმისთვის რომ, ცხადად აეხსნა თუ რას ნიშნავს ცილოვანი შიმშილი, და გაუგებარია თუ რა დარღვევაში ედება ბრალი.

დღის ამბები