უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ ავსტრალიურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი, ასევე, საუბრობს იერიშებზე ატომურ ელექტრ სადგურებზე. მისი თქმით, მიუხედვად იმისა, რომ რუსებმა იციან, რა შედეგები შეიძლება დადგეს მთელი ევროპისთვის, თუ ატომური ელექტროსადგური აფეთქდება, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან.
"ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს ნამდვილად არ გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ , რადგან რუსებმა უკვე აჩვენეს უპასუხისმგებლობა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან განვითარებული ბირთვული ატომური ელექტროსადგურები უკრაინაში, ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. თავიდან მათ აიღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და სურდათ ჩვენი ყველა ტექნიკოსის სამიზნეში ამოღება , მათ არც კი იცოდნენ, თუ რა უნდა გეკეთებინათ.
შემდეგ მათ აიღეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური - ყველაზე დიდი ელექტროსადგური ევროპაში. ესროდნენ ტანკებიდან, სხვა ჯავშანტექნიკიდან, კონკრეტულად კი ბირთვულ რეაქტორებს ესროდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს ატომურ ელექტროსადგურებს. დიახ, ის დაცულია - მაგრამ ჩეჩნები და სხვა ბოევიკები, მათი არმია, სამხედროები ტანკებიდან ისროდნენ. ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური 6-ჯერ აღემატება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს - და იქ აფეთქების შემთხვევაში, მთელ ევროპას სავალალო შედეგები დაუდგება , თუმცა ამან რუსები არ შეაჩერა ,"- აცხადებს ზელენსკი.