"ზელენსკის არავითარი სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება. მისთვის მშვიდობა დასასრულია" - ამის შესახებ განცხადება დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ზელენსკის მშვიდობა არ სურს რადგან მას ან მოსკოველებთან შეთქმულების გამო ჩამოახრჩობენ, ან კონკურენტები ომის წაგებისთვის გადააყენებენ.
"ზელენსკი გააგრძელებს ფულისა და იარაღის მათხოვრობას დასავლეთისგან, რაც დაამტკიცებს, რომ ის თამაშშია, რომ ის არის ევროპული დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონი, რომლის ნაწილებად დამსხვრევა სურს დათვს," - წერს მედვედევი.