24 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
დონეცკში დაბომბვების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა - ომის 70-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის 70-ე დღეა. რუსეთის ძალებმა ღამით რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დონეცკში დაბომბვების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ლვოვში, სადაც რკინიგზის ორი ქვესადგური დაზიანდა; ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს.

რუსებმა იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.

CNN-ის ინფორმაციით, კი ირპენიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს.

დღეს ადგილობრივი დროით 8 საათიდან უნდა გაგრძელდეს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ზაპოროჟიეს მიმართულებით 4 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა.

დღის ამბები