15 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
სრული ემბარგო რუსულ ნავთობს - ევროკომისიის პრეზიდენტის ინიციატივა

ევროპარლამენტში უკრაინის შესახებ დებატები მიმდინარეობს, სადაც სიტყვით ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების მეექსვე პაკეტი დაანონსა, მან, ასევე, წამოაყენა წინადადება რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების და რუსული ნავთობის სრული ემბარგოს შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, "სბერბანკის" "სვიფტიდან" ჩახსნა, ევროპაში რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობის შეზღუდვა და რუსული ნავთობის ემბარგო დააანონსა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა ალტერნატიული ენერგორესურსები უნდა მოიძიონ.

"პუტინმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს ამ სასტიკი აგრესიისთვისთვის . ევროპის მომავალი ახლა უკრაინაში იწერება. ჩვენ სანქციების მე-6-ე პაკეტით სანქციების სიაში შევიყვანთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ოფიცრებს და იმ პირებს, რომლებმაც წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინეს მარიუპოლში და არიან მომხდარ დანაშაულებში გარეული. ჩვენ ვიცით ვინ ხართ და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით. "სბერ ბანკი", რომელიც დიდი რუსული ბანკია, მას "სვიფტიდან" ჩავხსნით, იგივე ბედს გაიზიარებას სხვა რუსული ბანკები. ეს იქნება რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაცია . ჩვენ დავბლოკავთ სამ რუსულ სახელმწიფო არხს, ისინი ჩვენ სივრცეში ვერ იმაუწყებლებენ, ვერ გაავრცელებენ პუტინის პროპაგანდას. 

ნავთობზე ჩვენი დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, ჩვენ დავიწყეთ ქვანახშირით და დღეს ვსაუბრობთ ნავთობზე, ეს არ იქნება მარტივი, რადგან ბევრი ჩვენი ქვეყნა დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე, მაგრამ ჩვენ ავკრძალავთ რუსულ ნავთობს. ეს იქნება სრული ემბარგო. ჩვენ გამოვიყენებთ სხვა ალტერნატივებს, ვიპოვით პროდუქტებს წლის ბოლოს. ეს იქნება მასიური წნეხი რუსულ პროდუქციაზე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა მყარად დგას. უნდა მოვახდინოთ რესურსების დივერსიფიცირება. გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და გვსურს ომის შემდეგ გავაძლიეროთ უკრაინა და მოხდეს მისი აღდგენა," - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლის, ბრიჯიტ კლინკერტის თქმით, ევროპის ქვეყნებმა უნდა გადადგან ნაბიჯები მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის მისაღებად, ასევე გაძლიერებული უნდა იქნეს ძალისხმევა ემბარგოს მიმართულებით.

"5 მილიონმა უკრაინელმა რუსული სამხედრო აგრესიის გამო დატოვა უკრაინა. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ არაპროვოცირებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ, მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მილიონობით უკრაინელის მისაღებად. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ემბარგოს მიმართულებით. უნდა გადავინაცვლოთ განახლებადი ენრეგო-რესურსების გამოყენებაზე," - განაცხადა კლინკერტმა.

დღის ამბები