28 აგვისტო 2026,   05:54
ვრცლად
ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის გადაიდო. დღეს განაჩენს ელოდებოდნენ. დაცვის მხარემ ვერ მოასწრო პოზიციის დაფიქსირება, რაც გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს მისივე ბიუროს თანამშრომელი, თამთა თოდაძე უჩივის და სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს. ყოფილ დეპუტატს, ამჟამად, აღკვეთის ღონისძიების სახით 10-ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ორივე მხარის ადვოკატები მათ სასარგებლო განაჩენს ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

დღის ამბები